ბერა: "მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ"
ბერა: "მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ"
11-01-2017
ახლახან მომღერალმა - ბერა ივანიშვილმა გულშემატკივრები ახალი კლიპის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი კინოთეატრის დარბაზში მიიწვია. ბერას თაყვანისმცემლებს შორის ვის არ ნახავდით: ბავშვებს, მოზარდებს, მოზრდილებს, ხანში შესულებს... ჟურნალმა "გზამ" მომღერალთან გასაუბრება შეძლო, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიტდან:

- როდის უნდა მოიყვანოთ ცოლი და ხართ თუ არა შეყვარებული?
- ამ შეკითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ ხოლმე... ჯერჯერობით, საქმეზე ვარ შეყვარებული. მთელ ჩემს დროს საქმეს ვუთმობ, რადგან ისეთ ასაკში ვარ და ჩემი კარიერა ისეთ ეტაპზეა, რომ ახლა თუ არ დავიხარჯე, მაქსიმუმი ახლა თუ არ გავაკეთე, მერე ამას მთელი ცხოვრება ვინანებ...

"პოდიუმებზე სიარულს არ ვაპირებ"
- მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ (იცინის). არსებობს სამოდელო სააგენტოები, რომლებიც მომღერლებს, მსახიობებს "აიყვანენ" და მოდის სამყაროში "აპიარებენ". ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოდიუმზე სიარულს ვაპირებ. "ნექსთ მოდელთან" ვთანამშრომლობდი, ახლა სააგენტოს შეცვლას ვაპირებ. ჯერ კონტრაქტზე ხელიც არ მომიწერია და წესით, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ გიმხელთ (იცინის)... დღესდღეობით, "ფეშენი" და მუსიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ეს აუცილებელი ფაქტორია...

უმცროსი და-ძმა
- ჩემი უმცროსი ძმა რამხელაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
უნდა გაიზარდოს, ის ჩემთვის ყოველთვის "პატარა, თეთრი დათვი" იქნება (იღიმის)... ჩემს დას რაც შეეხება, ის ძალიან კარგად მღერის. ფაქტობრივად, მუსიკალურად ჩემს ხელში გაიზარდა. არა მარტო მღერის, წერს კიდეც -სიმღერის სტრუქტურით ბავშვობიდან ინტერესდებოდა...

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მოწოდება
- საქართველოს საკალათბურთო სამყაროში აქტიურად ჩართული ვარ. მოგეხსენებათ, "ენბიეის" "ოლ სთარის" შესარჩევი ტური დაიწყო, რომელშიც ჩვენი და პირადად ჩემი მეგობარი -ზაზა ფაჩულია მონაწილეობს. კალათბურთის გულშემატკივრებისგან ბევრი წერილი მომდის, რომ ზაზასთვის ხმის მიცემის კამპანიაში ჩავერთო, რადგან ყველას ახსოვს, შარშან ჩემმა გულშემატკივრებმა ზაზასთვის ხმების რა რაოდენობა შეაგროვეს. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ სოციალურ ქსელში, დღეში თითო "პოსტი" გამოაქვეყნოთ -#NBAvote Zaza Pachulia. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 12 იანვრის ნომერში)

იხილეთ ფოტოგალერეა

ეთო ყორღანაშვილი

დათო
12 იანვარი 2017 14:25
გაიხარე!!!
დისიდენტი
12 იანვარი 2017 09:54
..." მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ!" კალაძეც ქართველია???????????????????????????????????????????
სხვა სიახლეები
"მუდმივად ვფიქრობ, ვიეჭვიანებ თუ არა, როცა გაიზრდება, ნიკას დედამისის ნახვა და მასთან ცხოვრება რომ მოუნდეს. ამ დროს, საკითხს ასე ვსვამ: თუ ჩვენ, მშობლებს, შვილი იმისთვის არ გვინდა, რომ სიბერეში მოგვიარონ და "ამაგი" დაგვიბრუნონ, არამედ იმისთვის, რომ ინდივიდებად და მოსიყვარულე ადამიანებად გაზარდოთ, არანაირი ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს"
დაწვრილებით...
"გამოჩნდებოდა ეკრანზე მშვიდი, ლამაზი, მუდამ გემოვნებით ჩაცმული მომღიმარი ხათუნა დონდუა და ერთგვარი შვება მოჰქონდა საზოგადოებისთვის"
დაწვრილებით...
ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია, ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად!
დაწვრილებით...
უწმინდესს რომ გამართული დაცვის სამსახური სჭირდებოდა, კარგად ხედავდა მამა ნიკოლოზ მინდიაშვილიც (ჩვენი მოძღვარი იყო). როგორც მოგვიანებით გავიგე, სწორედ მან ჩამოუგდო ამ თემაზე პატრიარქს სიტყვა - კარგი ბიჭები მყავს, სამსახურს კარგად ააწყობენ და იქნებ თქვენთან წაიყვანოთო.
დაწვრილებით...
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება შევარდენიძის ქ-ზე. ამჟამად
ქირავდება დღიურად კორპუსის იზოლირებული ბინა
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
იყიდება სასწრაფოდ! მაღალი სართულებისა და
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები