"დილიდან საღამომდე ზის და ხატავს... ეს ადამიანი კრიმინალი არ არის" - მაკა ჩიჩუას პირველი კომენტარი ძმის დაკავებაზე - კვირის პალიტრა

"დილიდან საღამომდე ზის და ხატავს... ეს ადამიანი კრიმინალი არ არის" - მაკა ჩიჩუას პირველი კომენტარი ძმის დაკავებაზე

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ძმის დაკავებაზე პირველი კომენტარი გააკეთა პირველმა ლედიმ. როგორც მაკა ჩიჩუამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ეფექტურობისა და სამართლიანობის იმედი აქვს.

”ვიცი, რომ ჩემი ძმა დილიდან საღამომდე ზის და ხატავს. არის მხატვარი და ძალიან უყვარს თავისი საქმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის. მე ვენდობი სამართლიანობას”, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

"ინტერპრესნიუსი"