2017 წელს ევროვიზიაზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს - კვირის პალიტრა

2017 წელს ევროვიზიაზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია. სწორედ ის წარადგენს საქართველოს "ევროვიზია 2017" -ზე.

კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. მაყურებლის სმს-დან შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.

თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და გულშემატკივრებისაგან  ჯამში 122 ქულა მოიპოვა.

საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში სულ 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა განახორციელა.

საქართველო ევროფესტივალზე  მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს გაიმართება.

თაკო საკუთარი სიმღერით  - Keep the Faith წარდგება მაყურებლის წინაშე.

ვიდეო