ათასობით წიგნის მოყვარული ქართველი თინეიჯერი "ლიბერთინსმა" გააერთიანა გრანდიოზული კონცერტი ოლიმპიურ სასახლეში - კვირის პალიტრა

ათასობით წიგნის მოყვარული ქართველი თინეიჯერი "ლიბერთინსმა" გააერთიანა გრანდიოზული კონცერტი ოლიმპიურ სასახლეში

კონცერტზე მოსული თინეიჯერების ემოციები ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო. ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კითხვის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მზად ვართ, წავახალისოთ და კითხვის სურვილი გავუჩინოთ მოზარდებს

თინეიჯერების საყვარელმა ლიტერატურულმა პროექტმა "ლიბერთინსმა" ერთგული მკითხველებისთვის გრანდიოზული გათამაშება მოაწყო. 20 იანვარს ოლიმპიურ სასახლეში "ლიბერთინსის" ორგანიზებით ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტი გაიმართა. დარბაზში ათასობით თინეიჯერი შეიკრიბა. წიგნის პოპულარიზაციისთვის მიძღვნილ კონცერტზე გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული ბილეთების ნომრებია: 23045; 17835; 19235; 06346; 21254; 21521; 08356. იღბლიანი მკითხველები სუპერპრიზების მფლობელები გახდნენ. გათამაშდა ორკაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, ორკაციანი საგზური იტალიაში, ორი ველოსიპედი, HP-ის ორი ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი.

გამარჯვებულების გამოვლენასა და ღონისძიების მიმდინარეობისას მათთან სატელეფონო ჩართვას ოლიმპიურ სასახლეში მყოფი თინეიჯერები ოვაციებით ხვდებოდნენ.

გრანდიოზული ღონისძიება Dj რემბომ და "ლიბერთინსის" ჯგუფის წევრებმა წაიყვანეს.

ღონისძიებას 3000-მდე თინეიჯერი ესწრებოდა. მათ კონცერტის შემდეგ აღნიშნეს, რომ ბედნიერები არიან, რადგან "ლიბერთინსი" მუდმივად ანებივრებს სხვადასხვა ღონისძიებით, თუმცა ეს კონცერტი მაინც გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო.

თიკო ფეიქრიშვილი, "პალიტრა L-ის" მარკეტინგის ხელმძღვანელი: "20 იანვარს "ლიბერთინსის" ორგანიზებულ კონცერტზე მოსული ათასობით მოზარდი იყო დასტური, რომ ეს თაობა წიგნებს კითხულობს. ძალიან გვიხარია, რომ ამაში "პალიტრა L"-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. კონცერტზე მოსული თინეიჯერების ემოციები ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო. ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კითხვის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, წავახალისოთ და კითხვის სურვილი გავუჩინოთ მოზარდებს.

"ლიბერთინსი" არის "პალიტრა L-ის" პროექტი, რომელიც გამოსცემს ლიტერატურას მოზარდებისთვის. პროექტში ჩართული თინეიჯერები კითხულობენ წიგნებს ორიგინალში და გამომცემლობას ურჩევენ მათ გამოცემას. ორი წლის წინ პირველად სწორედ ამ ჯგუფმა დააყენა დაუჯერებელი რიგი წიგნის მაღაზიასთან და კითხვა ბევრ ახალგაზრდას შეაყვარა.