როგორ იქცა ჰანა არენდტი ნორა გაბისკირიად, სტანისლავ მიკულსკი კი ნელიკოს ქმრად?!- "ჩცდ-ს"- უცნაური ფოტომიგნებები და "სოფლელობა" - კვირის პალიტრა

როგორ იქცა ჰანა არენდტი ნორა გაბისკირიად, სტანისლავ მიკულსკი კი ნელიკოს ქმრად?!- "ჩცდ-ს"- უცნაური ფოტომიგნებები და "სოფლელობა"

"ტრაგიკული ამბით" დასრულდა ტელესერიალ "ჩცდ"-ს ("ჩემი ცოლის დაქალები") მე-10 სეზონი - გრიშა კაკაჩიას "ლეგენდარული" ნორა ბიცოლა გარდაიცვალა.

სამგლოვიარო პორცესიას მარგალიტის მიძივით დამშვენებული პორტრეტი მიუძღოდა წინ - ნოჯიხევისაკენ. მაყურებელი დიდი მოლოდინით ელის შემდეგი სეზონის დაწყებას და ხუმრობით ვარუდობს, "ჩცდ"-ს მე-11 სეზონი ნორა ბიცოლას ორმოცამდე არ დაიწყებაო.

ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ნორა გაბისკირიას ფოტოდ გამოყენებულ სურათზე? ეს კითხვა ბევრ მაყურებელს გაუჩნდა. ჰოდა, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვპასუხობთ: ეს ებრაული წარმოშობის, ცნობილი გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და ტოტალიტარიზმის თეორიის შემქნელი - ჰანა არენდტია, რომელიც1906-1975 წლებში ცხოვრობდა და მოაღვაწეობდა. ჰანა არენდტი დაიბადა აღმოსავლეთ პრუსიიდან გადმოსახლებული ებრაელების, ინჟინერ პაულ არენდტისა და მარტ კონის ოჯახში, ლინდენში (ჰანოვერი).

განათლება მარბურგის, ფრაიბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში მიიღო. 1933 წელს, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საფრანგეთში გაიქცა. 1940 წლის მაისში ინტერნირებულ იქნა გიურსის საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც მოახერხა გაქცევა. ამავე წელს, ოკუპირებული საფრანგეთიდან ჯერ ლისაბონში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში გაიქცა. ასწავლიდა მრავალ უნივერსიტეტში. გაირაიცვალა ნიუ-იორკში 69 წლის ასაკში.

"ნორას ბიცოლას" ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა, ერთ-ერთი მომხმარებელის დავით ჩხეიძის აზრით, ფოტოს ასე გმოაყენება, სირცხვილია:

"ჰანნა არენდტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა არის მეოცე საუკუნის დასავლურ აზროვნებაში. სირცხვილია, უბრალოდ! "ჩემი ცოლის დაქალები", სოფლის ბოლო როდემდე უნდა ვიყოთ?!! იღადაონ, რაზეც უნდა, უბრალოდ, თუ დასცინიან სოფლელობას, ჰანნა არენდტის ფოტოს გადიდება და ჩამოტარება, როგორც ნორა ბებოსი… უფრო მაღალი ხაირისხი სოფლელობა გამოდის",- დაწერა ჩხეიძემ.

რადგან თემამ მოიტანა, აქვე მოგახსენებთ, რომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ნელიკოს პირველი ქმრის შოთიკოს ფოტოზე გამოსახულია პოლონელი მსახიობი სტანისლავ მიკულსკი. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში სტანისლავ მიკულსკი პოპულარული გახდა მრავალსერიან მხატვრულ ფილმში, "მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია" შესრულებული როლით. მიკულსკის პერსონაჟი, ჰანს კლოსი, გერმანიის ჯარში (მეორე მსოფლიო ომის დროს) პოლონეთის მზვერავია. მსახიობი 1929 წელს დაიბადა და გარდაიცვალა 2014 წელს ვარშავაში, 85 წლის ასაკში.

ეკა სალაღაია