"ხორცის დასამზადებლად თავდაპირველად გამოიყენეს ნავთობპროდუქტები" - როგორ მიიღება ხელოვნური კვერცხი, ხორცი, კიბორჩხალის ჩხირები და თაფლიც კი?!.
"ხორცის დასამზადებლად თავდაპირველად გამოიყენეს ნავთობპროდუქტები" - როგორ მიიღება ხელოვნური კვერცხი, ხორცი, კიბორჩხალის ჩხირები და თაფლიც კი?!.
"ასეთი პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ჩვენს დახლებზე"

49 წლის ტაილანდელი ქალბატონის, ლეკ იაიკას ამბავმა სოციალური ქსელები მოიარა: ის აცხადებს, რომ ადგილობრივ მარკეტში ხელოვნური კვერცხი შეიძინა. ქალბატონის თქმით, გაოცებული დარჩა, როცა მოხარშვისას კვერცხმა პლასტმასის სუნი გამოუშვა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გახმაურდა, რომ კვერცხის გაყალბების "სამშობლო" ჩინეთია. ყალბი კვერცხის ნაჭუჭი დამზადებულია კალციუმის კარბონატისგან. მისი შიგთავსი ანუ გული და ცილა, შეიცავს ნატრიუმის ალგინატს, ალუმინს, საკვებ კალციუმის ქლორიდს, წყალსა და საღებავებს. უფრო ადრე კი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გავრცელდა ინფორმაცია იმავე ჩინეთში, პლასტმასისგან წარმოებული ბრინჯის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა სახის ხელოვნურ პროდუქტი იყიდება ჩვენს სავაჭრო ქსელში? - ჟურნალ "გზას"სურსათის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, დალი წულაია ესაუბრა, გთავაზობთ ფრანგმენტებს ინტერვიუდან:

დალი წულაია:
- ასეთი პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ჩვენს დახლებზე. ეს არის საკვები, რომელიც მცენარეული და ცხოველური ნედლეულიდან გამოყოფილი ნივთიერებებისგან ან ბიომასისგან მიიღება. ხელოვნური პროდუქტები- ეს არის პროდუქტები, რომელიც მიიღება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების გამოყენებით, რომელიც გამოყოფილია სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული ნარჩენებისგან ან მიკრობული ბიომასისგან. ბოლოს მიღებულ მასას სხვადასხვა საკვები დანამატიც ემატება, რომელიც მას სათანადო გემოსა და არომატს აძლევს.

ხელოვნური ხორცი
ჯერ კიდევ 1960-1970-იან წლებში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შესაძლებელია, მიკრობული ბიომასიდან გამოიყოს ცილა: ამისათვის ჯერ
იღებენ ცილის ხსნარს, საიდანაც მიიღება ცილოვანი ბოჭკო, მისგან იღებენ კუნთოვან ქსოვილს და ბოლოს- ხორცს, რომელიც თეთრი ფერისაა, მაგრამ დღეს საკვებისთვის საჭირო ფერის, სუნისა და გემოს მიცემა პრობლემა არ არის... ხორცის დასამზადებლად თავდაპირველად გამოიყენეს პარაფინები ანუ ნავთობპროდუქტები, მათი გასუფთავების მიზნით. მერე კი, ტექნოლოგია თანდათან დაიხვეწა და უფრო რენტაბელურად და ეკონომიურად მიიჩნიეს, ბიომასის მისაღებად ცელულოზის შემცველი ნაერთები გამოყენება - ეს არის ნარჩენები, რომელიც მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ რჩება.

ხელოვნური თაფლი და კიბორჩხალის ჩხირები...


ჩვენს ბაზარზე ძალიან პოპულარულია და კარგად იყიდება კიბორჩხალის ჩხირები, რომელსაც კიბორჩხალასთან საერთო არაფერი აქვს - ესეც ხელოვნური პროდუქტია. მას ყველაზე იაფი თევზისგან - მოივასგან ამზადებენ.
არსებობს ყავა, რომელსაც ყავასთან საერთო არაფერი აქვს, თაფლი, რომელსაც ფუტკართან შეხება არასოდეს ჰქონია და ა.შ. ...

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 2 თებერვლის ნომერში


ხათუნა ჩიგოგიძე

მკითხველის კომენტარი (7)
maiko
06 თებერვალი 2017 13:31
სამწუხაროდ ქართული პროდუქტიც არ ნიშნავს ნატურალურს: მაგ. ქარხნული ყველი რძის ფხვნილზეა დამზადებული, არაჟანი მაწონი,ნიკორა მითანა ლიდერ ფუდი და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ. დღითი-დღე მცირდება ნატურალური პროდუქტის ჩამონათვალი იმიტომაც დავსნეულდით ასე მასიურად,ჩვენი შვილები კიდევ უფრო მეტ დარტყმას მიიღებენ ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფოდ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ეს ნაგავი არ შემოატანინონ საქართველოში მგრამ ეგ ისეთი მაფიაა ჩვენი საშველი არ ჩანს
ჯავახელი
06 თებერვალი 2017 10:37
ამიტომაც მე ვყიდულობ მხოლოდ ქართულს!!!
იყიდეთ ქართული პროდუქტი(სანდო ფირმებისგან)
iamze
03 თებერვალი 2017 10:10
ასეთი ხელოვნური საკვები იყიდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მინიშნება, რომ ის ხელოვნურია და მას თავის ფასი და მყიდველი ეყოლება. მაგრამ ვისაც არ უნდა ასეთი პროდუქტის ყიდვა და იგი დაუცველია რას და როგორს ყიდულობს, ეს დანაშაულია და უნდა სისხლის სამართლით ისჯებოდეს.
luxo
02 თებერვალი 2017 12:42
საკვრბი პროდუქტების ხელოვნურად მიღება, რასაკურველია ადამიანებისათვის ბევრ არასასიამოვნო პრობლემას წარმოშობს, თუმცა მე, სხვა უარესზე მინდა თქვენი ყურადღების მიქცევა, შექმნილია ხელოვნუერი ქალის, ხელოვნური კაცის ძალიან აქტიური მოდელები, მათ შესახებ ძალიან, ძალიან დადებითი გამოხმაურებებია მომხმარებლებისაგან, ახლა , იმის გათვალისწინებით რომ მეცნიერები ახლოს არიან მისულები ხელოვნური ინტილექტის შექმნასთან და ადამიანის რეპროდუქტიური უნარების გახელოვნურებასთან, ძნელი წარმოსადგენი არ არის რა მოხდება თუ, ხელოვნურმა კაცმა და ხელოვნურმა ქალმა ურთიერთს მიგნეს და მოეწონათ კიდეც ურთიერთი. ხომ არ დაიწყება კაცობრიობის შეცვლა რობოტებით და უარესი, რობოტები, ადამიანებს ხომ არ დააზრდევინებენ თავიაანთ შვილებსა და ნაბიჭვრებს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
27-02-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა