"ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში..." - კვირის პალიტრა

"ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში..."

"მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალების მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი წერს.

არქიმანდრიტი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ „ამათ ღმერთი არასდროს წამდათ“.

„სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში... არავის დააფარონ ხელი“, - წერს არქიმანდრიტი.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.

იხილეთ ასევე: რატომ დააკავეს მამა გიორგი მამალაძე და დაკითხეს თუ არა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი?!