ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - კვირის პალიტრა

ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, „ოპერაციამ კარგად და ბედნიერად ჩაიარა“. მათივე განმარტებით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ბერლინის კლინიკის ქირურგის, მარტინ შტრიკის ინფორმაციით, ილია მეორე ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტი კარგად გრძნობს თავს“, - განაცხადა მარტინ შტრიკმა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

"ინტერპრესნიუსი"