"როგორც უნდა ღმერთს, ისე იქნება" - დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დედის პირველი კომენტარი - კვირის პალიტრა

"როგორც უნდა ღმერთს, ისე იქნება" - დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დედის პირველი კომენტარი

"როგორც უნდა ღმერთს, ისე იქნება", - ასე ეხმაურება სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის დედა ქეთევან მაღლაკელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას შვილის დაკავებას.

როგორც ქეთევან მაღლაკელიძე აცხადებს, მისთვის შვილის დაკავების მიზეზები უცნობია.

„როგორც უნდა ღმერთს, ისე იქნება. ჩვენ ბრალდებაზე არაფერი ვიცით. არც გავრცელებული ინფრმაცია არ ვიცით. მეტი ოჯახი ჩვენ არ გვაქვს, ყველა აქ ვართ და გასაქცევად საქმე არ გვაქვს,“- განაცხადა გიორგი მალაძის დედამ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

იხილეთ ასევე: "გიორგი მამალაძის ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ციანიდი" - პროკურატურის მტკიცებით, ის მაღალი იერარქიის სასულიერი პირის ლიკვიდაციას გეგმავდა

"ინტერპრესნიუსი"