"ყველაფერი უნდა განვიხილოთ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის კონტექსტში"
"ყველაფერი უნდა განვიხილოთ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის კონტექსტში"
"ხელისუფლება მეუფე დიმიტრის გაპატრიარქებას ან საპატრიარქოში მის გაძლიერებას ეწინააღმდეგება"

სკანდალი გრძელდება. მოგეხსენებათ, 10 თებერვალს, სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. მას ბრალად უმაღლესი იერარქიის მკვლელობის მცდელობას სდებენ.

გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

ჩვენში მომხდარის განხილვა არ წყდება, რომელშიც სასულიერო პირებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერიდან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავა შესაბამის უწყებებს სთხოვა პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და დაიცვან მისი უსაფრთხოება. მისივე განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს, ვიდრე აღნიშნულ თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე დაინიშნებოდა.

”რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ...

რაც ჩემი თავი მახსოვს, საპატრიარქოს, კერძოდ ამ არაჯანსაღ
მმართველობასთან სიახლოვეში, წლების განმავლობაში ხშირად ვრცელდება მსგავსი დეზინფორმაცია, შანტაჟი, პირადად პატრიარქის დაშანტაჟება, რომ არაერთგზის უცდიათ და ჰქონდა მცდელობა მისი მოწამვლისა.
ეს თემა არსებულმა ქალბატონმა, რომელიც ინტრიგებით მართავს დღემდე საპატრიარქოს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. კარგი იქნება თუ პროკურატურა ძირფესვიანად დაინტერესდება,1981 წელს, როგორ, რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა საპატრიარქოში და როგორ მოიპოვა ასეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაშინ როდესაც დღემდე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობა არ არის გამოძიებული და რომლის დამხობაში ლომის წილი მიუძღვით იმ ძალებს, რომელთა წარმომადგენელიც არის საპატრიარქოს „რუხი კარდინალი”.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებები შორენა თეთრუაშვილზე პირველი არ არის. 2016 წლის დეკემბერში, წმინდა სინოდის სხდომის პერიოდში პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან შორენა თეთრუაშვილის განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე ილაპარაკა.


ბექა მინდიაშვილი თეოლოგი:
"შორენა თეთრუაშვილი არის პატრიარქის მდივანი, ადამიანი, ვინც პატრიარქის შესასვლელთან იღებს ვიზიტორებს. ის წლების განმავლობაში საპატრიარქოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, მაგრამ მეუფე პეტრეს განცხადების მოტივაციები უფრო სხვა მგონია და ყველაფერი უნდა განვიხილოთ მომავალი საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის კონტექსტში. საპატრიარქოში ერთმანეთს სხვადასხვა ძალები უპირისპირდებიან და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის სახელს უბრალოდ იყენებს დაპირისპირებულ ჯგუფზე დარტყმისთვის. რეალურად ის არ წარმოადგენს "რუხ კარდინალს".

წლებია უკვე სხვადასხვა ეპისკოპოსები უკმაყოფილებას გამოხატავენ მისი ფიგურის გამო, ოღონდ არა საჯაროდ. პირველად მოხდა, რომ საჯაროდ გახმაურდა მთელი ის მანკიერებები, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა საპატრიარქოში. ეს ყველაფერი უკავშირდება ბრძოლას ძალაუფლებისთვის...

მეუფე დიმიტრი არის პატრიარქის ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, რომელსაც, დიდი ალბათობით, პატრიარქობა სურს.

მეუფე პეტრე შედის  სწორედ მეუფე დიმიტრის დაჯგუფებაში, რომელსაც სახელმწიფო, სავარუდოდ, მხარს არ უჭერს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ხელისუფლება მეუფე დიმიტრის გაპატრიარქებას ან საპატრიარქოში მის გაძლიერებას ეწინააღმდეგება. ხოლო ვინ არის მათი კანდიდატი, ეს არ ვიცი...


მთავრი პრობლემა არის ის, რომ ამ მართლაც ამაზრზენი ფორმებით მიმდინარე დაპირისპირებაში ყველაზე მეტად იბღალება მართლმადიდებლობის და ეკლესიის სახელი. ამდენი ხანია ამაზე ვლაპარაკობ და ამის გამო მაკრიტიკებდნენ, მაგრამ დღეს ყველაფერი, რა და როგორ არის, აშკარა გახდა.

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი:
- წლებია რაც თვალყურს ვადევნებ საეკლესიო ცხოვრებას, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, იმის გამო, რომ ინფორმაცია არის ჩაკეტილი, ძალიან მითოსურია ეს ამბები, ხოლო სადაც მითებია, იქ შესაძლოა რაღაც ნაწილი იყოს სიმართლე, ნაწილი კი - ტყუილი. მეუფე პეტრეს საუბრებში არგუმენტად აქვს ის ზოგადი პათოსი, რომელიც მითის დონეზე არსებობს შორენა თეთრუაშვილის მიმართ, მაგრამ დამაჯერებელობა აკლია.
მიუხედავად იმისა, რომ მეუფე ვრცლად ლაპარაკობს, არასოდეს განიხილავს კონკრეტულ ქეისებს, ამიტომ ამ ყველაფერს პიროვნულ დამოკიდებულებას უფრო მივაწერ. ჩვენ გვახსოვს მითები იმის შესახებ, რომ პატრიარქის ეპისტოლეში თეთრუაშვილის თანამონაწილეობის თეორიულ შესაძლებლობაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ბოლო პერიოდში დაცვის სამსახურმა ისე გააკეთა, რომ მათ გარეშე პატრიარქს ვერავინ უკავშირდებოდა, სავარაუდოდ, თეთრუაშვილიც კი.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)


მკითხველის კომენტარი (26)
sancho
19 თებერვალი 2017 04:09
თქვე ტარტაროზების მონებო.გწამდეთ ღმერთი და ყველაფერი,შუამავალი ტარტაროზების გარეშე.
mari
16 თებერვალი 2017 11:52
ეხ. შოკო...შოკო... მაგარი ქალი ხართ,მაგრამ მისტიკური ხედვის ვიწრო რადიუსის ქონის გამო უძლიერესი არა ხართ! არა და პოტენცია დევს თქვენში! პატივისცემით!
mari
16 თებერვალი 2017 11:30
ალბათ სინოდალური მმართველობის შემოღება სურთ
tamo
16 თებერვალი 2017 11:12
xalxno gaaxilet tvalebi. es Araa gasakviri.icit rato? imitomrom arcerti araa gmertis msaxuri. ai amitom . jer mat saqmeebs shexedetda shemdeg biblia caikitxet.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
27-02-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა