"ოპერაცია კარგად ჩატარდა" - პატრიარქის პირველი კომენტარი ოპერაციის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ოპერაცია კარგად ჩატარდა" - პატრიარქის პირველი კომენტარი ოპერაციის შემდეგ

"ღმერთმა დაგლოცოთ! მადლობელი ვარ, რომ ჩამოხვედით გერმანიაში. ოპერაცია კარგად ჩატარდა", - ასეთი კომენტარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკაში, პალატაში გადაყვანის შემდეგ გააკეთა.

უწმინდესი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტებს პატრიარქის პალატაში გადაღების უფლება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მისცა. ოპერატორებს ოპერაციის შემდეგ უწმინდესის პირველი კადრების გადასაღებად 1 წუთი მისცეს.

არსებული ინფორმაციით, ილია მეორე სამშობლოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"