"როგორ შეიძლება მღვდლის დედას იმ ინფორმაციის სჯეროდეს, რაც პროკურატურამ დადო?" - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება მღვდლის დედას იმ ინფორმაციის სჯეროდეს, რაც პროკურატურამ დადო?"

"როგორ შეიძლება მღვდლის დედას იმ ინფორმაციის სჯეროდეს, რაც პროკურატურამ დადო? - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ განუცხადა.

მაღლაკელიძის თქმით, შეუძლია დაიფიცოს, რომ მისი შვილი პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს გვერდზე გაწევს.

„ინფორმაციებს, რაც ვრცელდება, ვგებულობთ მედიით. რადგან ჩემი შვილი დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენც ვდუმდით და არაფერს ვამბობდით. როგორ შეიძლება მღვდლის დედას იმ ინფორმაციის სჯეროდეს, რაც პროკურატურამ დადო? - ეს პირველი და უმთავრესი. მეორე ის, რომ ეს ბავშვი ქუჩიდან არ მოსულა - შეგნებულად, ბავშვობიდან ეკლესიაშია და მე როგორც ოჯახის წევრმა, შემიძლია დავიფიცო, რომ პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს „გადაწევს“. ეს ყველაფერი სისულელეა“, - განაცხადა ქეთევან მაღლაკელიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზი ოჯახის წევრთა უსაფრთხოებას ითხოვს, მამა გიორგი მამალაძის დედის თქმით, ალბათ ამისთვის „იყო რაღაც საფუძველი“.

„რადგან ის ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს, ალბათ იყო რაღაც საფუძველი. არ არის ისეთი უტვინო, რომ ამას ჰაერში ითხოვდეს“, - აღნიშნა დაკავებული დეკანოზის დედამ და დასძინა, რომ სურს მისმა შვილმა ”გადაიტანოს ეს გაუგებრობა”.

ქეთევან მაღლაკელიძემ კომენტარი გააკეთა პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის იმ ნაწილზეც, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას და იარაღის ამოღებას უკავშირდება. დაკავებული დეკანოზის დედის მტკიცებით, მათთან „ ნამდვილად არავინ მისულა და ჩხრეკა არ ჩატარებულა“.

"ერთი ძალოვანის ფეხი არ შემოდგმულა ჩემს ოჯახში", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"