ტყიბულში ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ტყიბულში ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ტყიბულში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, რიჟამაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

სახლში დაახლოებით 70 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილზე სამაშველო, საპატრულო და სამედიცინო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"