პატრიარქი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება - კვირის პალიტრა

პატრიარქი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება

სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში 20 თებერვალს, 18:00 საათზე, დაბრუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს.

კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით დაბრუნდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.

კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.