ექიმი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფილტვების ანთება დაუდგინდა - კვირის პალიტრა

ექიმი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფილტვების ანთება დაუდგინდა

ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია, გამოირიცხა მწვავე დაზიანება მიოკარდიუმის და შემდგომმა კვლევებმა გამორიცხა გულის ორგანული დაზიანება.

“დადგინდა ცხელება, ეს არის პნევმონია (ფილტვების ანთება) და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა, რომელშიც ჩართულნი არიან სხვადასხვა განხრის სპეციალისტები“, - განაცხადა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერჯერობით კლინიკაში რჩება და მიმდინარეობს მკურნალობა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელასრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში 17 თებერვალს გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"