"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად, 19 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. პროტესტის ნიშნად, 18 თებერვლიდან "რუსთავი 2" საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა, მასთან ერთად, ტელეარხები "მარაო", "COMEDY არხი" და "რუსთავი 2"-ის ვებგვერდი გათიშულია.

აქცია დღეს, 14.30 საათზე დაიწყება.