პატრიარქმა ბერლინის კლინიკა დატოვა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ბერლინის კლინიკა დატოვა (ვიდეო)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბერლინის კლინიკა დატოვა. ამის ამსახველი კადრები "ფეისბუკში" ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ გაავრცელა.

უწმინდესი ”ჰელიოს ბერლინ ბუხის” კლინიკიდან აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში დაბრუნდება.

პატრიარქი საავადმყოფოდან ადგილობრივმა ქართველებმა და მკურნალმა ექიმებმა გამოაცილეს.

ილია მეორემ ერთი კვირის წინ გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ოპერაცია გაიკეთა. ამჟამად მისი ჯანმრთელობა სტაბილურია. უწმინდესს სამშობლოში 17:30 საათისთვის ელოდებიან.