ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროსთან“ შიმშილობა დაიწყეს - კვირის პალიტრა

ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროსთან“ შიმშილობა დაიწყეს

“ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა კარავი გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ მიყენებული ზარალის კომპენსაციას.

დაზარალებულებს შეხვდა “ბავშვთა სამყაროს” კომერციული დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, რომელმაც მოვაჭრეებს ურჩია, რომ დალოდებოდნენ საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც მოხდებოდა კონკრეტული ზარალის გაწერა, თუმცა მის წინადადებას დაზარალებული მოვაჭრეებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ამ დროისთვის შიმშილობა 3 დაზარალებულ მოვაჭრეს აქვს გამოცხადებული.

მოვაჭრეებს მხარდაჭერას უცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"