"პატრიარქს ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, თუმცა "სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი" - კვირის პალიტრა

"პატრიარქს ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, თუმცა "სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი"

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს.

როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების პოზიცია, რომ ის არ შეეშვათ ბრალდებულთან.

მიტროპოლიტმა აღნიშნულს "ხელისუფლების დიდი შეცდომა" უწოდა.

„მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მიზეზი ჩემთვის არ განუმარტავთ", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მეუფე ასევე სეეხო დეკანოზ მამალაძის და პატრიარქის შესაძლო შეხვედრის საკითხს:

"საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა - ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტრად წარიმართოს. გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის. თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი".

იხილეთ ასევე: "მეეჭვება, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს"

"ინტერპრესნიუსი