"მიქაელ ბოტკოველმა იცრუა" - რას აცხადებს პატრიარქის დაცვის უფროსი? - კვირის პალიტრა

"მიქაელ ბოტკოველმა იცრუა" - რას აცხადებს პატრიარქის დაცვის უფროსი?

"მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის თმით, ის პატრიარიქის დაცვის უფროსის პოსტზე ის ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას.

მისივე განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

იხილეთ ასევე: "რაც მისი უწმინდესობა დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს" - პატრიარქის დაცვის უფროსმა თანამდებობა დატოვა?

"ინტერპრესნიუსი"