"რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი" - ბოტკოველსა და ოხანაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება - კვირის პალიტრა

"რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი" - ბოტკოველსა და ოხანაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი პატრიარქის ყოფილ მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ფიზიკურად გაუსწორდა.

"ინტერპრესნიუსთან" დეკანოზმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

როგორც მან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, „სოსო ოხანაშვილი ნაძირალაა და შეიძლება ის ცდილობს საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა მას ფიზიკურად გაუსწორდა“.

ეს ინფორმაცია მეც ამ წუთში მოვისმინე. თუ ამას ოხანაშვილი ავრცელებს, ის ისედაც დისკრედიტებულია საზოგადოებაში და ამ სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებოს. კომუნიკაცია ჩვენ არ გვქონია არც სატელეფონო და მითუმეტეს, არც ფიზიკური. რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი, შეიძლება ის ცდილობს, რომ საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა ფიზიკურად გამისწორდა. ის ნაძირალაა და შეიძლება ასეთი რამ თქვას. რა თქმა უნდა, მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, თუ მას ამის სურვილი ექნება, ის საკადრის პასუხს მიიღებს”, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

იხილეთ ასევე: "ოხანაშვილს საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში" - რატომ გადადგა კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი?!

"ინტერპრესნიუსი"