ოპერაციის შემდეგ პატრიარქი წირვას ხვალ პირველად აღავლენს - კვირის პალიტრა

ოპერაციის შემდეგ პატრიარქი წირვას ხვალ პირველად აღავლენს

"პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის ხვალ წირვას აღავლენს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

ექიმის განცხადებით, უწმინდესი სხვა დამატებით სამედიცინო კვლევებს არ საჭიროებს.

“პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს”, - განაცხადა ცისანა შარტავამ.

"ინტერპრესნიუსი"