"სკოლის ბუფეტში რომ ვერ ჭამოს ბავშვმა ჩიფსი და სახლში ჭამოს, ამისგან უფრო ჯანმრთელი არ გახდება" - კვირის პალიტრა

"სკოლის ბუფეტში რომ ვერ ჭამოს ბავშვმა ჩიფსი და სახლში ჭამოს, ამისგან უფრო ჯანმრთელი არ გახდება"

"სკოლის ბუფეტში რომ ვერ ჭამოს ბავშვმა ჩიფსი და სახლში ჭამოს, ამისგან უფრო ჯანმრთელი არ გახდება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში ჯანსაღი კვების მხრივ არსებული პრობლემების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით სამუშაოა არა მხოლოდ სკოლებში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში.

"სკოლებში სისუფთავე რეგულარულად მოწმდება. მართალია, მშობლებს აქვთ პრეტენზია, თუმცა თვითონ ოჯახებიც აძლევენ შვილებს არაჯანსაღი საკვების მიღების საშუალებას. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს მთელ საზოგადოებას ერთად ანუ, სიტყვაზე, სკოლის ბუფეტში რომ ვერ ჭამოს ბავშვმა ჩიფსი და სახლში ჭამოს, ამისგან უფრო ჯანმრთელი არ გახდება. ამიტომ, სკოლის ბუფეტებიც არის გასაჯანსაღებელი და მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების და ჯანსაღი კვების წესის მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები არის გადასადგმელი",- განაცხადა ჯეჯელავამ.

"ინტერპრესნიუსი"