საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა - კვირის პალიტრა

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა 7 მარტს გაიმართება.

ამ დროისთვის სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა ე.წ. ”ციანიდის საქმე” და ამ საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"