"ქიბარ ხალვაში - თავად წამღლეტი პირი, ამასთან, მონა სააკაშვილისა გუშინ და მონა ივანიშვილისა - დღეს!" - "ფეისბუკგამოხმაურება" "რუსთავი 2"-ის საქმეზე - კვირის პალიტრა

"ქიბარ ხალვაში - თავად წამღლეტი პირი, ამასთან, მონა სააკაშვილისა გუშინ და მონა ივანიშვილისა - დღეს!" - "ფეისბუკგამოხმაურება" "რუსთავი 2"-ის საქმეზე

უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს "პანორამა".

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები სოციალურ ქსელშიც. გთავაზობთ რამდენიმეს:

გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი:

"ხალვაში თვითონ არ იყო ერთერთი უზურპატორი? ელიტურად გადანაწილებული სამართლიანობა".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"საქმე მარტივადაა: თუ ხელისუფლებას რ2-ის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენა უნდოდა, მაშინ "ოცნების" პროკურატურას დვალის და აქიმიძის განცხადების საფუძველზე უნდა დაეწყო გამოძიება და გაერკვია, ვინ ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც სხვისი საკუთრების წართმევა ქვია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ შეტანილ მათ განცხადებას პროკურატურის მხრიდან არანაირი ქმედითი რეაგირება არ მოყოლია. რატომ? ქონების წართმევა თუ მოხდა, ეს დანაშაული არაა? ეს გამოძიება რომ წარმართულიყო, გარკვეულიყო ვინ ვის რა გარემოებებში წაართვა რ2 და დამნაშავეებს პასუხი ეგოთ, მაშინ სხვა იქნებოდა, ეს სწორი გზა იქნებოდა, მაგრამ შემთხვევით დანაშაულის თანამონაწილე ქიბარ ხალვაშიც რომ აღმოჩენილიყო, მერე რა უნდა ექნა ოცნებას? ამიტომ სხვა გზა აირჩიეს და მივიღეთ სიტუაცია, როცა დაჩაგრული და მჩაგვრელი გაერთიანდნენ და ერთად დაიწყეს "სამართლიანობისთვის ბრძოლა". ჰოდა, ვისაც გჯერათ რომ ეს იყო ბრძოლა სამართლიანობისთვის და არა ოპოზიცირი არხის წინააღმდეგ, მზად ვარ გაგატაროთ უკან ნაცებისდროინდელი საქართველოსკენ, საითაც ამჯერად ოცნება მიგიძღვებათ".

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი:

"კანონიერი მფლობელი საფლავშია, უკანონოები ქონებას იყოფენ".

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი:

"დღეს გაგრძელდა ერთპიროვნული მმართველობის უმავნესი ტრადიცია... მნიშვნელობა არ აქვს, მართალია თუ არა ამ აბურდულ საქმეში ვინმე ქიბარ ხალვაში - თავად წამღლეტი პირი, ამასთან, მონა სააკაშვილისა გუშინ და მონა ივანიშვილისა - დღეს! ...

დღეს მნიშვნელობა აქვს, რომ ტელეარხებიდან ვეღარ მოვისმენთ ხელისუფლების მიერ დახურულ ინფორმაციას... იქნება მეტი და მეტი ტაბუ... ტაბუ და ინფორმაციის დახურვა, აგრეთვე, კრიტიკის შეზღუდვა... და იქნება პატარა სუსურუკუ, რომელსაც ჰქვია დაბეჩავებულ, ხელისუფლებაზე დამოკიდებული საზოგადოების ქვეყანა.

ეს არის ქვეყნის დეინსტიტუციონალიზაცია.

დეინსტიტუციონალიზაცია არის რუსეთის არჩევანი. დღეს მოხდა რუსული სცენარი!

(მე აქ სააკაშვილს არ ვიცავ... ერთი მაგის ...)

და ახლა კითხვა - ეს უნდა დავმალლოთ?

უნდა დავმალოთ და გავუფრთხილდეთ თბილ და ტკბილ სკამებს?

მე ამას არ ვაპირებ.

მთავარი არის ისტორიული სიმართლე ან სიმართლე ისტორიაში.

ასე იყო 2012 წლამდეც და ასე იქნება ჩემთვის 2012 წლიდან ვიდრე ჩემ ბოლომდე!".