"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?
"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?
"ისეთი მძღოლი იყო, მანევრირებისას მარჯვენა-მარცხენა ერეოდა, - სამაგიეროდ, პირდაპირ ხომ ვიციო, - ხუმრობდა"

ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობს, მარიკა სამანიშვილს, კინოსა და თეატრის მოყვარული საზოგადოება კარგად იცნობს. მისი კინოროლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი დედის, ელენეს, ტრაგიკული სახე ფილმიდან "ბამბაზიის სამოთხე". სრულიად კონტრასტული პერსონაჟი განასახიერა "ჩემი ცოლის დაქალებში", როდესაც ცნობისმოყვარე მეზობლის, მადონას როლი მოირგო. ქალბატონი მარიკა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ცხოვრებისეულ დეტალებზე მოგითხრობთ. საქმე დიდ კომიკოს იპოლიტე ხვიჩიას ეხება.

- თეატრის სცენაზე ასამდე როლი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაქვს განსახიერებული, მაგრამ ქუჩაში დღეს მადონას მეძახიან...
ჩემი მომავალი პროფესია ჯერ დედამ შემაყვარა და შემდეგ იპოლიტე ხვიჩიამ, რომელიც არ იყო ჩემი ბიოლოგიური ბაბუა, მაგრამ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. იპოლიტეს შვილიშვილებთან ერთად ვიზრდებოდი, მე ბაბუას ვეძახდი, ის - მეექვსე შვილიშვილს. ის ჩემი კეთილი ბაბუა იყო.

- მსახიობი მისი მოწოდებით გახდით?

- არ უნდოდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. მამაჩემიც არ იყო მოხიბლული ჩემი არჩევანით. მოკლედ, მამაკაცები უარზე იყვნენ, ქალები კი მხარს მიჭერდნენ. ამიტომ მხოლოდ ისინი მგულშემატკივრობდნენ. მისაღებ გამოცდაზე იპოლიტეს ქალიშვილის "გაზ 21"-ით წავედით. ის მანქანა იპოლიტემ თავისთვის გამოიყვანა, მაგრამ ისეთი მძღოლი იყო, მანევრირებისას მარჯვენა-მარცხენა ერეოდა, სამაგიეროდ, პირდაპირ ხომ ვიციო, ხუმრობდა. მოკლედ, მანქანა შვილს გადაულოცა. მართალია, იპოლიტე გამოცდაზე არ გამოგვყვა, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და რუსთაველზე გამოიარა, ხელები ზურგს უკან შემოეწყო და მოაბიჯებდა. მე
გახარებული გამოვვარდი, ხუთიანი მივიღე-მეთქი. ო, გაგიჭირდებოდაო, ჩაილაპარაკა და წავიდა. მანქანაშიც არ ჩაგვიჯდა. ასე, გაბუტული დადიოდა მთელი გამოცდების განმავლობაში.

- განსაკუთრებით საყვარელი კინოროლი თუ ჰქონდა?

- ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში. თუმცა მისი გარეგნული მონაცემების გამო რეჟისორები კომიკოს მსახიობად უფრო აღიქვამდნენ. ერთხელ მკითხა, თუ იცი, ჩემი საყვარელი როლები რომელიაო. ვიფიქრე, ან "ფეოლას" დაასახელებს, ან "მხიარულ რომანს"-მეთქი. შევცდი, მეწისქვილე "მე ვხედავ მზიდან" და მევახშე კაჟა ბულავა "დათა თუთაშხიადანო". მიუხედავად კინოში განუმეორებელი სახეების შექმნისა, თეატრი არ უნდა მიეტოვებინა. მინახავს სპექტაკლები იპოლიტეს მონაწილეობით. შემოსული არ იყო სცენაზე, უკვე ტაშს უკრავდნენ. ბევრ რეჟისორს უთქვამს, ვისაც იპოლიტე სცენაზე არა ჰყავს ნანახი, ის არ იცნობს ნამდვილ იპოლიტესო.
კადრი ფილმიდან:
ოჯახში როგორი იყო, იცით? ყიდვაც უყვარდა, ჭამაც და კეთებაც.
გემრიელი ხელი ჰქონდა. ფეხბურთი ხომ უყვარდა­ და უყვარდა. მოგვიანებით იპოლიტეს აივნის ქვეშ საფეხბურთო მოედანი გააკეთეს. უკვე შეუძლოდ რომ იყო, აივნიდან მსაჯობდა ბავშვებს. ამ დროს აუცილებლად ხმარობდა სასტვენს, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ.

ჩემს ჯგუფელებზე გიჟდებოდა. სულ მეუბნებოდა, მოიყვანე და ნარდი მათამაშეო. ნარდს, ძირითადად, ჩვენ ორნი ვთამაშობდით. გამოკეტე კარიო, მეტყოდა, ლუბამ არ გაიგონოს ჭახაჭუხიო. იტყუებოდა - ხან ერთის მაგივრად, ორ ქვას აიღებდა, თუ გავუგებდი, ავჭიჭყინდებოდი. თუ აგებდა, ქვებს არევდა, არ იცი შენ თამაშიო. გაჟონვა მარცხენა მხარეს მოუვიდა, რამდენიმე ხნის შემდეგ მის მეუღლეს, ლუბას, მარჯვენა მხარეს იგივე დაემართა და იპოლიტე ხუმრობდა, კიდევ კარგი, მე და ლუბას ერთ მხარეს არ დაგვემართა გაჟონვა, თორემ ხელკავით ვეღარ ვივლიდითო.

ჩემი ქორწილი მან ითავა. მაშინ ადრე უნდა შეგეტანა ქორწინების სახლში განცხადება და გარკვეული ხნის შემდეგ გატყობინებდნენ ხელის მოწერის დღეს. იპოლიტემ დარეკა, ბავშვები მყავს დასაქორწინებელიო. უარს როგორ გეტყვითო და რომ მივედით, წითელი ხალიჩა დაგვახვედრეს გაფენილი. წინ იპოლიტე მიდიოდა, უკან მე და თენგო მივყვებოდით. ვთხოვე, ბაბუ, სურათი გადავიღოთ ერთად-მეთქი. სასურათედ აღარ ვვარგივარო, გამიძალიანდა, მაგრამ არ მოვეშვი. დღემდე, თუკი რაიმე პრობლემა მაქვს და ბაბუ გამომეცხადება სიზმარში, ვიცი, ყველაფერი კარგად დამთავრდება.

იხილეთ ფოტოგალერეა: იპოლიტე ხვიჩია - ქართული კინოკომედიის ვარსკვლავი

თინათინ შავლაძე
მკითხველის კომენტარი (6)
ნელი
21 მარტი 2017 13:01
ერთ-ერთია იყო იმათგან, რომელთა ნიჭი, შრომა და მონდომება აღარასდროს გამეორდება.
ღმერთმა ქნას, გამეორდეს.....
ნაკა
20 მარტი 2017 11:42
სიცოცხლე ადამიანი,ნიჭიერი უსაზღვროდ.ყველას საყვარელი ბაბუ...
ქართველი
19 მარტი 2017 15:08
სუპერ ადამიანი
datiko48
19 მარტი 2017 05:41
უსაყვარლესი და იუმორით სავსე პიროვნება იყო ბატ.იპოლიტე,მახსენდება რუსთაველზე"ლაღიძის წყლებთან" ვიღაც ახალგაზრდამ სთხოვა სიგარეტის მოკიდება,თვითონ ეწეოდა ბატ.იპოლიტე,რომ მოაკიდებინა ამ ბიჭის უკან დადგნენ კიდევ შვიდნი,ოპილიტემ რომ გახედა,თავისი სიგარეტი დაასველა,მიაკრა იქვე ხეზზე და უთხრა:მიდით და იქ მოუკიდეთო!!!ეს იყო 1967-ში.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა