"მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, თქვენი დამსახურებაა" - გადაცემა "პროფილის" "ფეისბუკგვერდი" მაია ასათიანის განცხადებას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, თქვენი დამსახურებაა" - გადაცემა "პროფილის" "ფეისბუკგვერდი" მაია ასათიანის განცხადებას აქვეყნებს

სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის!

ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს თეა გვარამიას, რომ არა ის -მე არ ვიქნებოდი! ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებ საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს მარიამ გეგუჩაძეს - და მის დედას ნანუკას. ცოცხალი რომ ჩავედი პარიზში ამ პატარა გოგოს დამსახურებაა!

საქართველოს საელჩოს საფრანგეთში ეკა შირადზე-დელონეს, გოჩა ჯავახისშილს ნამდვილი მშობლებივით რომ ადგნენ ჩემს შვილს თავზე, მამა ანტონს - ჩემი გადარჩენისთვის! საქართველოს ავიახაზებს, საფრანგეთის კონსულს საქართველოში, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

ჩემს "რუსთავი 2" - ს - უთქვენოდ მე მოვკვდებოდი! არნახული შინაგანი სიძლიერის კაცს, რომლის მსგავსს არსოდეს შევხვედრივარ ნიკა გვარამიას - მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის! და რაც მთავარია ჩემს მაყურებელს, ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის!მ ადლობა ყველას მე რომ დღეს ცოცხალი ვარ-თქვენი დამსახურებაა!

წყარო