ბათუმის მერი: "საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს" - კვირის პალიტრა

ბათუმის მერი: "საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს"

ბათუმში 11-12 მარტს გამართულ საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს, - ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგზე განაცხდა.

როგორც იგი აცხადებს, მერიამ საკუთარი ძალებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. როგორც გიორგი ერმაკოვი ამბობს, აქციის შედეგად ზარალის ოდენობა 150 ათას ლარამდე აღწევს, საჭიროების შემთხვევაში, უწყება აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვს.

„ყველაზე დიდი ზიანი ძვირადღირებულ შუქნიშნებს მიადგა. ზუსტად იმ გზაჯვარედინზე 7 მეტრის სიმაღლეზე შუქნიშნების დაზიანება მოხდა. მხოლოდ შუქნიშნების მოსაწესრიგებლად ზარალი 120 ათას ლარამდე შეადგენს. საბოლოო ჯამში, დაზიანებები ამ სახის არის ძირითადად. საბოლოო ჯამში ეს, რომ შევიძინოთ აჭარის მთავრობას თანხის გამოყოფას ვთხოვთ. ჩვენ ჩავატარეთ ტროტუარების აღდგენითი სამუშაოები, სულ მთლიანად ჩვენი რესურსით მოხდა აღდგენა, ზარალი მთლიანობაში დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს“, - აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

იხილეთ ასევე: "აჭარას უამრავი ხარბი თვალი უყურებს" - სოციალური აფექტი თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?!

"ინტერპრესნიუსი"