"ჩემს მეგობარს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი" - რას წერს პრეზიდენტის ქალიშვილი "ფეისბუკში?" - კვირის პალიტრა

"ჩემს მეგობარს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი" - რას წერს პრეზიდენტის ქალიშვილი "ფეისბუკში?"

პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, რომელსაც შემდეგი წარწერა ახლავს:

"ჩემს მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი სურამის გზატკეცილზე ყველანაირი ახსნის

გარეშე! ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია ჩადებამდე 2 დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას მისთვის

სავარაუდო ჩადების შესახებ!!!!! როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან? გთხოვთ გაავრცელოთ!" (წყარო)

ვიდეოში ჩანს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას სიძე მინდია გოგოჭურიც, რომელიც, მეგობართან ერთად, კამერის წინ ამბობს, რომ არანაირი ნარკოტიკი არ აქვთ. კადრში ისმის ფრაზა: "ახლაც გარეთ "ძაღლები" დგანან და უნდათ რომ დაგვიჭირონ".

იხილეთ ასევე: ვინ არის პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე და რატომ გაჩხრიკეს სამართალდამცავებმა მისი სახლი და ავტომანქანა?!