"იყო ადამიანი, ეს დიდი ბედნიერებაა" - მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა
"იყო ადამიანი, ეს დიდი ბედნიერებაა" - მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა
მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა თეიმურაზ ჭკუასელმა განუცხადა, გია ჭირაქაძე დღეს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში ანსამბლ "ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ "დიელოს" წევრი იყო. მან 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი ჭირაქაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

გასულ წელს გია ჭირაქაძეს ფილარმონიასთან ვარსკვლავი გაუხსნეს.

"პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ბლიცინტრევიუში ბატონი გია ბრძანებდა: "იყო ადამაინი, ეს დიდი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბედნიერებაა". გთავაზობთ ფრაგმენეტებს ამ ინტერვიუდან:

რა არის დრო...
- ის, რასაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, არადა, ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებლად ვფლანგავთ, დრო არ ბრუნდება...

ვპატიობ...

- ადვილად არა, მაგ
რამ დრო ყველაფრის მკუნალიაო, ამბობენ. ყვარძლიანი არ ვარ.

მენატრება...
- მენატრება, ყველაზე ლამაზი წლები - ახალგაზრდობა.

ყველაზე ძვირფასია...

- სამეგობრო, ყველა ჩვენი შეხვედრა ერთმანეთისთვის ნაჩუქარი ზეიმია...

მაბრაზებს...

ღალატი.

სიყვარული არის...
- ამას ვერავინ უპასუხებს, ჯერ ერთი ყველა ადამიანი განუმეორებელია, შესაბამისად, ერთის სიყვარული მეორესას არ ჰგავს, თითოეულისთვის სიყვარული ის არის, რაც მან განიცადა...

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- პირველი ქორწინების შეწყვეტა, ვაჟის გარდაცვალება, მშობლების... ბევრი რამ იყოს, რამაც შემცვალა...

წარმატებისთვის აუცილებელია...

- რასაკვირველია იღბალიც, მაგრამ მთავარი მაინც მონდომება და შრომა.

საქართველოს გარდა ვიცხოვრებდი...

- ბევრჯერ ვყოფილვარ გასტროლებზე, როდესაც დიდ ფუფუნებაში აღმოვჩენილვარ, მაგრამ სიხარულით ვბრუნდებდი იქიდან სამშობლოში, საქართველოს გარდა არსად შემიძლია ცხოვრება.

რჩევა ახალგზარდობს...

- მოასწარით რაც შეიძლება ბევრი ცოდნის მიღება, გული მწყდება, რომ მასა ძალიან გაუნათლებელია.

ცხოვრების თავიდან დაწყება, რომ შემეძლოს...

- ვერ შეველეოდი იმას, რაც მიყვარს, ყველაფერს იგივეს გავიმეორებდი, რაც განვიცადე...

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (2)
ნათია
20 მარტი 2017 12:45
კარგი ადამიანი იყო.
lela
19 მარტი 2017 21:54
ღმწრთმა ნათელში ამყოფოს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა