აღმაშენებლის ხეივანში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, "ბე ემ ვეს" მარკის ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია.

"ინტერპრესნიუსი"