როგორია აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაშავებული ქალის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაშავებული ქალის მდგომარეობა?

აღმაშენებლის ხეივანში, გუშინ 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, „პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება“.

ექიმის ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში პოლიტრავმით შეიყვანა.

თვითმხილველის ინფორმაციით, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომობილი ჯერ ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"