"მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ახლა გათიშული წევს რეანიმაციაში" - როგორია ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ახლა გათიშული წევს რეანიმაციაში" - როგორია ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობა?

გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუს" "ფეისბუქის" გვერდზე ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა, "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ორი დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

"ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა ბიოფსია აიღესო, არ ვიცი, იმედია, არაფერია სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავადმყოფობამ, რომელიც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქრობთ, სად არის გამოსავალი", - წერია "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაში.

Ambebi.ge ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობის გასარკვევად, მაია რჩეულიშვილის დისშვილს, ჟურნალისტ ნინო დარასელს დაუკავშირდა: გაგრძელება