მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა - კვირის პალიტრა

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია მამა მიქაელმა ”ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა თებერვალში პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოტკოველმა აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც პატრიარქის მდივანი სიცრუეში დაადანაშაულა.

"ინტერპრესნიუსი"