რა სასარგებლო თვისებები აქვს ალუჩას, რომელიც ამჟამად კილო 109 ლარი ღირს? - კვირის პალიტრა

რა სასარგებლო თვისებები აქვს ალუჩას, რომელიც ამჟამად კილო 109 ლარი ღირს?

სოციალურ ქსელში სერიოზული განხილვის საგანი გახდა ბევრისთვის საყვარელი ხილი ალუჩა და მისი ფასი. საუბარია, იმპორტირებულ ალუჩაზე, რომელიც 1 კილოგრამი სავაჭრო ქსელ "გუდვილში"  109 ლარი ღირს.

"გუდვილში" არსებულმა ალუჩის ღირებულებამ მოქალაქეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

როგორც სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერმა გიორგი თანიაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" აღნიშნა, ალუჩა ჰოლანდიიდან არის იმპორტირებული და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.

„სეზონი არ არის, ამიტომ ამ პერიოდში ჩვეულებრივ ასეთი ფასია ხოლმე. წინა წლებს რაც შეეხება, შარშან უფრო გვიან შემოვიტანეთ, ამიტომ ცოტა დაბალი ფასი ჰქონდა. რაც შეეხება იმპორტს, ზოგადად პირველი შემომტანი არის ჰოლანდია, შემდეგ კი უკვე თურქეთსა და საქართველოშიც იწყება სეზონი. შესაბამისად, არც ამ მხრივ არის რაიმე ცვლილება", - ამბობს თანიაშვილი.

მისივე თქმით, ალუჩაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, რის გამოც მისი შემოტანა გადაწყვიტეს. (წყარო)

გარდა იმისა, რომ ალუჩა გემრიელი და მოთხოვნადი ხილია, ის სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა.

ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს. კარგი საშუალებაა პროსტატიტის სამკურნალოდ.  ალუჩა, მისი სასარგებლო თვისებების გამო, კარგი დიეტური საშუალებაა. სასარგებლოა როგორც უმი, ისე ჯემის, კომპოტის თუ საწებელის სახით. ასევე ძალიან სასარგებლოა ალუჩის წვენი, რომელსაც იყენებენ ავიტამინოზის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, მუცლის ტკივილის დროს. წყალგარეული და კამფორის ხის ნაყოფთან გარეული, იარების მოსაშუშებელი კარგი საშუალებაა.

თუმცა ალუჩას უკუჩვენებაც აქვს - იმის გამო, რომ ბევრ ორგანულ მჟავას შეიცავს, არ არის რეკომენდებული გასტრიტით დაავადებული, კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.