"ზუსტად იცოდა, რომ დღეს დააპატიმრებდნენ. ბარგით მივიდა სასამართლოზე" - კვირის პალიტრა

"ზუსტად იცოდა, რომ დღეს დააპატიმრებდნენ. ბარგით მივიდა სასამართლოზე"

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, რუსუდან კერვალიშვილს "ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე დღეს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე გამოეხმაურა. როგორც ის წერს, მასა და კერვალიშვილს შორის, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მიმოწერა შედგა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა და დაპატიმრებისთვის მზად იყო: "ზუსტად იცოდა, რომ დღეს დააპატიმრებდნენ. ბარგით მივიდა სასამართლოზე. სიტყვები არ მყოფნიდა, მისი ხმის გაგონებაზე, თავს ვერ ვიკავებ და მეტირება. ესეც ჩემი და რუსოს დღევანდელი მიმოწერა", - წერს ეკა ხერხეულიძე და მიმოწერის ფოტოს ასაჯაროვებს.

მიმოწერაში კერვალიშვილი ხერხეულიძეს წერს: "ეკა, იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი... ყველაფერი მაინც კარგად იქნება! სიცოცხლე მხოლოდ ღირებულებებია, დანარჩენი გაძლება".

იხილეთ ასევე: "ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე შევენაცვლებოდი" - რას წერენ "ფეისბუკში" რჩეულიშვილ-კირვალიშვილის დაკავებაზე?