"მახსოვს, როგორ გაჩერდა გული" - ქალი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა - კვირის პალიტრა

"მახსოვს, როგორ გაჩერდა გული" - ქალი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა

ქალი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, დღესWorld Run-ის გამარჯვებულია. თეა ბოლქვაძემ 7300 მეტრი ეტლით გაირბინა და 2016 წლის "ქალი - ეტლით მოსარგებლეს" გამარჯვებული გახდა.

ცხოვრებას მაშინაც არ შეუშინდა, როცა მშობიარობისას კლინიკური სიკვდილი გამოცადა. კიდევ ბევრი შვილის გაჩენას გეგმავდა, რომ არა უბედური შემთხვევა, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ხერხემლის მძიმე დაზიანებით.

თეა ბოლქვაძე: "მთელი ცხოვრება დაბრკოლებების გადალახვა მიწევს. პირველი იყო, როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა, მერე სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, მინდოდა, თბილისში, "სასწრაფოში" მემუშავა, მაგრამ არ გამოვიდა და გარდაბანში დავიწყე მუშაობა. ადამიანების დახმარება დიდ სტიმულს გაძლევს. მერე იყო კლინიკური სიკვდილი... გავიგონე ექიმის ყვირილი, სასწრაფოდ საოპერაციოაო და გავითიშე. სამაგიეროდ, მახსოვს, როგორ გაჩერდა გული, თითქოს სადღაც ქვემოთ ჩავვარდი. ზურგს უკან კაპიუშონიან ნაცრისფერ მოსასხამში უსახო არსება დავინახე და ვიფიქრე, ეს ჩემი მფარველი ანგელოზია-მეთქი. შემდეგ მივხვდი, რომ ეს სიკვდილი იყო. ოპერაციის მიმდინარეობას ზემოდან დავყურებდი... სანამ გონს მოვიდოდი, ჩემი მოძღვარი 50-ე ფსალმუნს მიკითხავდა. აი, ამ მომენტში მოვედი გონს. ყველა ქალს ვურჩევ, არასოდეს დაკარგონ იმედი". (იხილეთ სრულად)