დაზიანებები თავის არეში - როგორია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

დაზიანებები თავის არეში - როგორია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

რამდენიმე საათის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გელა ხვედელიძის სახლთან მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ხვედელიძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ის „ნიუ ჰოსპიტალშია“ მოთავსებული.

საქმეზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმეზე დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

„ნიუ ჰოსპიტალში“ გელა ხვედელიძის მეუღლე და ახლობლები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც, რომლებმაც ხვედელიძის მეუღლისგან მომხდარის დეტალები მოისმინეს.

არებული ინფორმაციით, ის მომხდარის მთავარი მოწმეა.

”ამ დროის მდგომარეობით, რასაც გვეუბნებიან, ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ არის, გონზეა და ველოდებით მკურნალ ექიმს. გამომძიებლები ჯერ არ შესულან, ხოლო ტანსაცმელი ექსპერტიზაზე გასაგზავნად დაილუქა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ელისო კილაძემ საავადმყოფოს მედპერსონალზე დაყრდნობით.

აღნიშნულ ფოტოს, ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"