შემცირდა თუ არა ხალხის ნდობა ეკლესიის მიმართ და როგორ აფასებს საზოგადოება "გაზპრომთან" ხელშეკრულებას? - კვირის პალიტრა

შემცირდა თუ არა ხალხის ნდობა ეკლესიის მიმართ და როგორ აფასებს საზოგადოება "გაზპრომთან" ხელშეკრულებას?

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88%-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.

რეიტინგში მეორე ადგილი - 86%-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი74 %-ით ქართულ მედიას. შემდეგ 59%-ით მოდის პოლიცია, 55%-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45%-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40% აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39% - სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39% კი პარლამენტის, ხოლო 38% - მინისტრთა კაბინეტის.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარს უჭერს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს გამოკითხულთა 64%, ნაწილობრივ უჭერს მხარს - 26%, ნაწილობრივი არ უჭერს მხარს - 3%, ხოლო კატეგორიულად წინააღმდეგია ასევე 3%. გამოკითხულთა 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, მას გამოკითხულთა 56% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ, 6% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 7% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რესპონდენტთა უმეტესობა „გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს. შეკითხვაზე: „როგორ შეაფასებდით „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შეცვლას? - უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 58%-მა გასცა. ახალ ხელშეკრულებას პოზიტიურად აფასებს 11%, 16%-მა განაცხადა, რომ „არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად“, ხოლო 15%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 19% ინფორმაციას ინტერნეტში AMBEBI.GE-ს საშუალებით იღებს.

მეორე ადგილს ინტერნეტში ინფორმაციის მიღების წყაროებს შორის, გამოკითხული რესპონდენტებისთვის "ფეისბუქი" იკავებს.

რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი.

კერძოდ, შეკითხვას „რა მოსაზრება გაქვთ შემდეგ პოლიტიკოსებზე“, ჩამოთვლილ პოლიტიკოსთა შორის რესპონდენტთა 67%-მა დადებითი პოზიცია გიორგი მარგველაშვილზე დააფიქსირა.

მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა, რომელზეც გამოკითხულთა 65%-ს დადებითი მოსაზრება აქვთ, ხოლო მესამე ადგილზე 55%-ით გიორგი კვირიკაშვილია.

შემდეგ 50%-ით დავით ბაქრაძე მოდის, 48%-ით დავით უსუფაშვილი, 39%-ით შალვა ნათელაშვილი, 37%-ით კახა კალაძე, 35%-ით თეა წულუკიანი.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. გამოკითხულთა მხოლოდ 5% უჭერს მხარს პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე თუ „რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, რესპონდენტთა 13%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2%-მა „ევროპული საქართველო“, ხოლო 38%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.

კითხვაზე „შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 26%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7%-მა -„ევროპული საქართველო“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა - „პატრიოტთა ალიანსი“.

კითხვაზე თუ „რომელ პოლიტიკურ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას“, რესპონდენტთა 27%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 25%-მა ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 8%-მა „დემოკრატიული მოძრაობა“, 8%-მა „გირჩი“, 7%-მა „ევროპული საქართველო“, 7%-მა „პატრიოტთა ალიანსი“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა „რესპუბლიკელები“, 3%-მა „თავისუფალი დემოკრატები“.

"ინტერპრესნიუსი"