83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი, ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი კლინიკა "მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

"გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა. დაგვიანებით მოვათავსეთ საავადმყოფოში, ბოლო სამ დღეში განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა", - განაცხადა გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მსახიობმა კახი კავსაძემ.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსაყვარლესი მსახიობის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია