გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

მსახიობ გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში 13 აპრილს დაკრძალავენ. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს. დაკრძალვის დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. მსახიობის პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე თამარაშვილის ქ. N.19/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ.

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა, ალბათ არც უნდოდა, სიტუაცია ზედმეტად გაემწვავებინა"