მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მსახიობს დღეს დაკრძალავენ.

მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი, გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ. ამასთან, თეატრის ფოიეში მსახიობის ფოტოებია გამოფენილი.

გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.