მოქმედი და ყოფილი მინისტრები გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე - კვირის პალიტრა

მოქმედი და ყოფილი მინისტრები გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე

მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქმედი და ყოფილი მინისტრები იმყოფებოდნენ. ასევე მისული იყო ქვეყნის პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, იმყოფებოდნენ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე.

ოჯახის წევრებთან მივიდა პანაშვიდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

გივი ბერიკაშვილის ოჯახს ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუსამძიმრა. ღარიბაშვილი მარჯანიშვილის თეატრში, მეუღლესთან ერთად მივიდა.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის: ზვიად ძიძიგური, ნუკრი ქანთარია, გიგი უგულავა, გიგი წერეთელი და სხვები.

"ინტერპრესნიუსი"