კახი კავსაძე: "ბერიკამ ხალხი აატირა, ძმები ვიყავით, ადგა და წავიდა, ვიდრე ქვეყანაზე ვიქნები, გივი ჩემს გულში იქნება" - კვირის პალიტრა

კახი კავსაძე: "ბერიკამ ხალხი აატირა, ძმები ვიყავით, ადგა და წავიდა, ვიდრე ქვეყანაზე ვიქნები, გივი ჩემს გულში იქნება"

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოსთქვა გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მსახიობმა კახი კავსაძემ.

"გივი ჩემი ძმა იყო, ძალიან მიჭირს. გივი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, სამაგალითო ადამიანი, დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. დადიოდა და სიკეთეს აფრქვევდა. ყველა ტირის, გულახდილად ტირის. ბერიკამ ხალხი აატირა და ჩვენც აგვატირა. ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ძმები ვიყავით. ადგა და წავიდა. დატოვა დიდი სიყვარული, ვიდრე ვიქნები ქვეყანაზე, გივი ჩემს გულში იქნება", - განაცხადა კახი კავსაძემ.

გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

იხილეთ ასევე: მოქმედი და ყოფილი მინისტრები გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე

"ინტერპრესნიუსი"