ილია მეორე: "იმედი გვაქვს, რომ ქართული დაწესებულებებიც თავისუფალი იქნება აზერბაიჯანში"
ილია მეორე: "იმედი გვაქვს, რომ ქართული დაწესებულებებიც თავისუფალი იქნება აზერბაიჯანში"
"საქართველოში 400-მდე მეჩეთი და ჯამე, სკოლები და გამომცემლობებია. იმედი გვაქვს, რომ ქართული კულტურული დაწესებულებები ასევე თავისუფალი არის და იქნება აზერბაიჯანში", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერთან შეხვედრაზე განაცხადა.

პატრიარქი შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ზაზა ვაშაყმაძე და სხვა პირები, მღვდელმთავრები. თავის მხრივ, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერთან ერთად დელეგაციაში ასევე იმყოფება მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე.

უწმინდესის თქმით, მისი აღმატებულების, ფაშა-ზადეს ვიზიტი საქართველოში დიდი სიხარულია.

"ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა, მრავალი წელია უკვე ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ერთმანეთს მხარში ვედექით იმ დროს, როდესაც კომუნისტური რეჟიმი სუფევდა ჩვენს ქვეყნებში, იმ დროს, როდესაც რთული სიტუაცია იყო. ჩვენ მუდამ მხარში ვედექით ერთმანეთს", - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, იგი მოხარულია, რომ ურთიერთობა, რომელიც წლებია ორ ქვეყანას შორის არსებობდა, დღეს ვითარდება და ძლიერდება.

"მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანელ ხალხს სრული თავისუფლება აქვთ საქართველოში. 400-მდე მეჩეთი და ჯამეა საქართველოში, სკოლები, გამომცემლობები, ასევე იმართება მრავალი კულტურული ღონისძიება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული კულტურული დაწესებულებები ასევე თავისუფალია და იქნება აზერბაიჯანში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ თქვენს დელეგაციაში იმყოფება მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ, რომ კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ეს უნდა გახდეს ახალი ხიდი ჩვენი ურთიერთობის", - ბრძანა უწმინდესმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (2)
25 აპრილი 2017 11:03
ვინ და მთავრობამ, რა ვერ გაიგეთ ხალხო, მთავრობა, ხელმძღვანელი გვყავს მტერი, მართული, რას ვერ ხედავთ ამნაირს, გვყიდიან და მალე ადამიანებსაც გაყიდიან, ქვეყანას ხო ყიდიან , ხომ აქვთ წარმოუდგენელი მდგომარეობა შექმნილი ქვეყანაში??? გაუსაძლისი და უბედური? ჯოჯოხეთს უწყობენ საქართველოს, შეხედეთ ამ დამპალ ადამიანებს ყველა დეპუტატი რომელიც თავისი გასახმობი ხელებით ხელს აწერს უდიდეს ბოროტებას და მთავრობა, ასევე პრეზიდენტი და და ყველა ის თანამდებობის პირი საქართველოს დამაქცევარია, არც ვისურვებდი სამინისტროში მუშაობას თUნდაც რიგით მოხელედ რადგან გამაკეთებინებენ მოღალატეობრივ საქმეს, რას ვერ ხედავთ???
gocha
22 აპრილი 2017 10:17
ასე სახვეწრად რატომ ჩავიგდეთ თავი და ვინ არის ამაზე დამნაშავე. ვინ უნდა გაგვცეს პასუხი გაჩიანში ვინ გაყიდა ქართული მიწები და ჩაასახლა აზერბაიჯანელები. გვაქვს თუ არა უფლება ვიცოდეთ მაინც, რომ შემდეგში არ მოხდეს მარტყოფი და ბახტრიონი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
29-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
29-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
29-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
29-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
29-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
29-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები