"საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი რომ თქვენმა პატრიარქმა თავისი ძვირფასი დრო დამითმო" - ექსკლუზიური ინტერვიუ შერონ სტოუნთან - კვირის პალიტრა

"საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი რომ თქვენმა პატრიარქმა თავისი ძვირფასი დრო დამითმო" - ექსკლუზიური ინტერვიუ შერონ სტოუნთან

2011 წლის 5 ივნისს მსოფლიო ვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ფილმის "აგვისტოს 5 დღე" პრემიერაზე ჩამოვიდა.

7 წლის შემდეგ მის პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს. შერონ სტოუნს 80-მდე კინოროლი აქვს შესრულებული, ამერიკული გამოცემა People-ს მიხედვით ის პლანეტის ყველაზე ლამაზ 50 ადამიანს შორის არის...

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- 2011 წელს თქვენ საქართველოს სტუმრობდით, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი,- რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ... შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი), სადაც მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო, ქართველები თბილი და უშუალო ხალხი- ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება...

გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ის მართლაც განსაკუთრებულია. გავისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენცია ვნახე, რომელიც ულტრათანამედროვე იყო. მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ასევე: "საბედისწერო ქალი" თუ ბედისწერასთან მებრძოლი?!

ფოტოგალერეა