პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა

საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი რეზო გაგუა გარდაიცვალა.

71 წლის პროფესორის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რეზო გაგუა დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970-1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

გაგრძელება