ვეტერანების საქმეთა სამსახური: "მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოჩენილია" - კვირის პალიტრა

ვეტერანების საქმეთა სამსახური: "მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოჩენილია"

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოჩენილია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ შესაბამის საკითხზე დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო კავშირმა „გამარჯვების მემკვიდრეები“ მიაწოდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგულთა ოჯახებს მიმართავს, გადაამოწმონ სია და თუკი თავიანთი ოჯახის წევრის ამოცნობას შეძლებენ, აღნიშნულ ასოციაციას დაუკავშირდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების სრული სია იხილეთ აქ