გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად გაგუას კლინიკამ შეიტანა. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სამინისტროში გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან საჩივარი შესული არ არის.

"ინტერპრესნიუსი"