რას აცხადებენ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე - კვირის პალიტრა

რას აცხადებენ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 29 წლის ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

როგორც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" გაგუას კლინიკის წარმომადგენელმა, გვანცა წყალობიშვილმა განუცხადა, საქმეს სამხარაულის ექპერტიზის ბიურო სწავლობს. მისივე თქმით, პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს. შესაბამისი უწყებები არიან ჩართულნი საქმეში და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ახლა საქმის ძიება მიმდინარეობს და გარდაცვალების მიზეზებს დააზუსტებენ. შემთხვევა მშობიარობის შემდეგ მოხდა და ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს მეორე დღესვე მივაწოდეთ“, - განაცხადა გაგუას კლინიკის წარმომადგენელმა გვანცა წყალობიშვილმა.

მისივე განმარტებით, ოჯახის წევრებს მომხდარზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ და არც რომელიმე უწყებისთვის მიუმართავთ საჩივრით. (წყარო)